ყოფილი დეპუტატის პროცესი - პროკურორმა ჯიშკარიანის ჩვენებაში უზუსტობები აღმოაჩინა
სექსუალურ ძალადობაში მხილებული "ოცნების" ყოფილი დეპუტატი 2 წლიანი შუალედით სხვდასხვა რეალობას აღწერს. უზუსტობებში ილია ჯიშკარიანი პროცესზე საქმის პროკურომა გამოიჭირა. ჯიშკარიანი ამბობს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თამთა თოდაძე გამოვიდა საკუჭნაოდან თავად დაჯდა სკამზე და ის დასამშვიდებლად მივიდა, თუმცა ჯიშკარიანმა დღეს თქვა, რომ თამთა თოდაძემ ფეხი კაბელს წამოკრა და დაეცა, რის შემდეგაც დეპუტატმა მისი აყენება სცადა. პროკურორის თქმით, ილია ჯიშკარიანის 2019 წლის ჩვენებაში თოდაძის აყენების შესახებ არაფერია ნათქვამი.
ჯიშკარიანი რამდენიმე საათის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მისი თანაშემწე თამთა თოდაძე ალკოჰოლდამოკიდებული იყო.
ბრალდების მხარის შეფასებით, აცდენები ჰქონდა და დაზარალებულის ჩვენება გამყარდა", - ამბობს საქმის პროკურორი.
ჯიშკარიანმა მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს არც პროცესის დასრულების შემდეგ უპასუხა.
სხდომა საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. 4 მარტს მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.
ისნის რაიონის საკრებულოს ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.
ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.