დაპირისპირება ბათუმში - კობახიძე შეხვედრას აქციის ფონზე მართავს

19.02.22 11:17
დაპირისპირება ბათუმში - კობახიძე შეხვედრას აქციის ფონზე მართავს

"ქართული ოცნების" ლიდერებს ოპოზიცია ბათუმში  პროტესტით დახვდა. ირაკლი კობახიძე ამ წუთებში შეხვედრას სასტუმრო "ჰილტონში" მართავს, სადაც ოპოზიციონერებმა და მოქალაქეებმა შესვლა მოახერხეს. პოლიციამ ადგილზე 2 დეპუტატი, ლაშა კილაბერია და ბაჩი მექვაბიშვილი დააკავა და სასტუმროდან გაიყვანა. 

დეპუტატებს კითხვები ენმ-ს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჰქონდათ.ადგილზე გარდაცვლილი დეპუტატის და ნაზი ფუტკარაძე შეუძლოდ გახდა. ნაზი ფუტკარაძეს კითხვები ირაკლი კობახიძესთან აქვს.