"კობახიძეს ჭორების გამოგონება უწევს" - გახარიას გუნდს კომპრომატების არ ეშინია
გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაანონსებულ კომპრომატების ომს მისი გუნდის წევრები ირონიით ხვდებიან. პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ კობახიძე პოლიტიკური მზინების მისაღწევად ჭორების გამოგონებით არის დაკავებული.
ის რაც არ არსებობს იმაში ბრალს ვერავინ დაგვდებს, რაც შეეხება კობახიძეს როგორც ჩანს, მისი მიზანია, რომ რაღაცა ახალი საჭორაო მასალა შემოიტანოს იმისთვის რომ "ოცნებამ" კრიზისზე საუბარს თავი აარიდოს. ცოტა სიბრალულითაც ვარ გამსჭვალული, რომ მას ჭორების გამოგონება უწევს რაღაცა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად", - ამბობს მეზვრიშვილი.
მმართველი პარტიის ლიდერებმა ღიად ააანონსეს, რომ გახარიას წინააღმდეგ კომპრომატებს გამოაქვეყნებენ. მათი თქმით, კომპრომატები "ნაციონალურ მოძრაობასთან" ფინანსურ ვალდებულებებს შეეხება.