ხმაური ბათუმში - პოლიციამ ოპოზიციის 6 წევრი დააკავა
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“, „ნაციონალურ მოძრაობის" წევრებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა ოპოზიციის 6 წევრი დააკავეს. ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა დაკავების დროს დაზიანებები თავის არეში მიიღო. ის ამ დროისთვის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება.
ხმაური და დაპირისპირება "ოცნების" ლიდერების შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობდა. აქცია სასტუმრო "ჰილტონათან" გაიმართა, სადაც "ქართული ოცნების" თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე შეხვედრას მართავს. აქციის მონაწილეები მასთან შეხვედრას ითხოვდნენ.
სასტუმრო „ჰილტონთან“ სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.
გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის და, ნაზი ფუტკარაძე პოლიციამ სასტუმროდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა, რის შემდეგაც ის შეუძლოდ გახდა. ფუტკარაძე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა. მას კითხვები მისი ძმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქვს.