საწვავის არამიზნობრივი ხარჯვა შსს-ში - აუდიტმა დარღვევები აღმოაჩინა

19.02.22 12:59
საწვავის არამიზნობრივი ხარჯვა შსს-ში - აუდიტმა დარღვევები აღმოაჩინა

შსს საწვავს არამიზნობრივად ხარჯავს.აუდიტის დასკვნიდან ირკვევა, რომ გომელურის სამსახური ავტომობილებში იმაზე მეტს საწვავს ასხამს, ვიდრე ავტომობილის ავზი იტევს. ოპოზიცია დარღვევებზე რეაგირებას ითხოვს. ფაქტები უკვე გამოიძია ორგანიზაცია "აი, ფაქტმა".  ორგანიზაციის გამომძიებელი ჟურნალისტის, მანანა ღოღობერიძის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა უწყება საწვავს არამიზნობრივად იყენებს. 

2020 წელს შსს-ს კუთვნილ ავტომობილებში ასხამდნენ იმაზე მეტ საწვავს, ვიდრე ამ ავტომობილების ავზები იტევდა. აუდიტის სამსახურიც წერს თავის ბოლო ანგარიშში, რომ ასეთი შემთხვევა 2020 წელს რამდენჯერმე მოხდა და ჯამში არსბეობს რისკი, რომ სამინისტროში არამიზნობრივად დაიხარჯა 17 800 ლიტრის საწვავი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საჯარო უწყებები გაურკვეველი დანიშნულებით ასხამენ საწვავს და დოკუმენტურად ვერ ასაბუთებენ", - ამბობს მანანა ღოღობერიძე.