პარტიების მხრიდან სპეკულაციები არ არის მისაღები - კობახიძე ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე

19.02.22 13:06
პარტიების მხრიდან სპეკულაციები არ არის მისაღები - კობახიძე ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე

ბათუმში მიმდინარე აქციას და დაკავებებს "ქართული ოცნების" თავმჯდოამარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, საქართველოში დემოკრატიაა და პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია. მისი თქმით, ენმ-ს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის თემით ოპოზიცია სპეკულაციებს ახდენს.

საქართველო არის დემოკრატია და შეუძლია გამოხატოს პროტესტი, მაგრამ რაც შეეხება სპეკულაციებს, რომელიც გვესმის უშუალოდ ამ მძიმე თემასთან დაკავშირებით, ეს არ არის რა თქმა უნდა მისაღები", - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

 შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმში  სასტუმრო "ჰილტონთან" ოპოზიციის 6 წევრი აქციის მიმდინარეობისას დააკავეს. 

 ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა დაკავების დროს დაზიანებები თავის არეში მიიღო. ის ამ დროისთვის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება.

ხმაური და დაპირისპირება "ოცნების" ლიდერების შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობდა. აქცია სასტუმრო "ჰილტონათან" გაიმართა, სადაც "ქართული ოცნების" თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე შეხვედრას მართავდა. აქციის მონაწილეები მასთან შეხვედრას ითხოვდნენ.