საცოდავი კაცია, ემალება საკუთარი პარტიის წევრებსაც - კობახიძის მორიგი შტურმი გახარიაზე

19.02.22 13:13
საცოდავი კაცია, ემალება საკუთარი პარტიის წევრებსაც  - კობახიძის მორიგი შტურმი გახარიაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას საცოდავი კაცი უწოდა. კობახიძის მტკიცებით, გახარია საზოგადოებას და საკუთარი პარტიის წევრებსაც კი ემალება. კობახიძე ყოფილი თანაპარტიელის შესახებ კომპრომატების გამოქვეყნებას  კვლავ აანონსებს. ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას 2019 წლის 20 ივნისის სისხლიან მოვლენებზეც სდებს ბრალს. კობახიძის თქმით, გახარიას :ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსი აქვს.

საცოდავი არის კაცი, რომელიც არჩევნების მერე თვეების განმავლობაში ემალება საზოგადოებას და ემალება საკუთარ წევრებსაც კი.

20 ივნისს კანონის ფარგლებში განხორციელდა რეაგირება პარლამენტში შეჭრის მცდელობაზე, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ ქმედებებს რაც გამოხატული იყო სამწუხაროდ ადამიანის სხეულის დაზიანებაზე და ა.შ. თავიდანვე ვთქვით რომ იყო კითხვის ნიშნები", - ამბობს კობახიძე.