მოეხსნება თუ არა გრიფით საიდუმლო საპრეზიდენტო ხარჯებს - ზურაბიშვილი დუმს
მიხეილ სააკაშვილის წერილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უპასუხოდ დატოვა. მოეხსნება თუ არა გრიფით საიდუმლო საპრეზიდენტო ხარჯებს, სალომე ზურაბიშვილი არ პასუხობს. რა რეაგირებას მოახდენს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნაზე ჯერჯერობით უცნობია.
სააკაშვილის წერილზე კომენტარი არც მისმა თანაპარტიელმა ნიკა მელიამ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა , მოხსნას გრიფით საიდუმლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს. საუბარია 2013 წელს გაწეულ ხარჯებზე.