ბავშვები, რომლებსაც ბომბავდნენ, არ იყურებოდნენ NATO-სკენ, იყურებოდნენ დაფისკენ - ზელენსკი
ბავშვები, რომლებსაც ბომბავდნენ, არ იყურებოდნენ NATO-სკენ, იყურებოდნენ დაფისკენ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ, მე საოკუპაციო ხაზთან ვიყავი, სამართლებრივად, ეს ხაზი ყოფს უკრაინას დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რეალურად კი ეს ხაზი მშვიდობასა და ომს ყოფს.
ერთი მხრივ, საბავშვო ბაღსა და მეორე მხრივ, მფრინავ ჭურვს. ჭურვს, რომელიც ჩამოვარდა ეზოში, სადაც 30-მდე ბავშვი იყო. ბავშვები, რომლებიც არ იყურებოდნენ NATO-სკენ, იყურებოდნენ დაფებისკენ, საკლასო ოთახებში" თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.