ნიკო კვარაცხელიას საქმე - ახალი ვერსიები და კითხვები, რომლებსაც გამოძიება არ პასუხობს

19.02.22 21:38
ნიკო კვარაცხელიას საქმე - ახალი ვერსიები და კითხვები, რომლებსაც გამოძიება არ პასუხობს

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე  - "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთ ვერსიაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც 22 წლის ბიჭის მკვლელობა შესაძლოა, მის საქმიანობას უკავშირდებოდეს, რადგან ვერაზე მოკლული ბიჭი პირველი ქართული სოციალური ქსელის დამფუძნებელია. 

ოჯახის ადვოკატი, "ტვ პირველებთან" ამბობს, პირდაპირ ამბობს, რომ გამოძიებამ ამ მიმართულებითაც უნდა იმუშავოს. 

მგონია, რომ საგამოძიებო უწყება უნდა გააქტიურდეს და დაიგეგმოს ყველა სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის რაც ყველაზე მთავარია ოპერატიულად უნდა გაატიურდნენ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებჰი"- აცხადებს პაატა მეხრიშვილი. 

კითხვაზე, როგორია ოჯახის პოზიცია, ნიკოს მკვლელობა მის საქმიანობას ხომ არ უკავშირდება, ადვოკატი ამბობს, რომ "არაფერია გამორიცხული". 

მინდა მოუწოდო საგამოძიებო უწყებებს, იმუშაონ ყველა მიმართულებით, არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი მის საქმისნობასაც ეხებოდეს. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. პირადი ინტერესი არ ყოფილა, რაც შეეხება მის საქმიანობას, ამ მიმართულებით არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება" - თქვა ადვოკატმა. 

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, "შაბათის ეთერმა" საქმის პროკურორს კითხა, დაიკითხნენ თუ არა ძმები კაკულიები, რომლელთა გვარებმაც მკვლელობიდან მალევე გაიჟრერა. თუმცა აღნიშნულს გიორგი შაიშმელაშვილი "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე" არ პასუხობს. 

პროკურორი უპასუხოდ ტოვებს კიდევ ერთ კითხვას - რატომ იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული, აკო ჭელიძე სომხეთში და ვის შეხვდა ის. 

"რატომ მიწევს ამის ახსნა? გვარებსა და სახელებზე არ ვსაუბრობთ. საგამოძიებო მოქმედებებზე არ ვსაუბრობ"- უთხრა შაიშმელაშვილმა "შაბათის ეთერს". 

ერთადერთი რაც პროკურატურის წარმომადგენელმა თქვა, გამოძიებას არ დაუდგენია, სად და ვისგან შეიძინეს მკვლელობაში ბრალდებულებმა ცეცხლსასროლი იარაღი. 

რაც შეეხება ყოფილი პრემიერის, ვაჟს, ბუსა ჟვანიას, რომელსაც საქმის მასალენის მიხედვით, მკვლელობაში ბრალდებულმა დაურეკა,  გიორგი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ბუსა ჟვანიას დაკითხვის საჭიროების შემთხვევაში ის საქართველოში არ იმყოფებოდა.