საავადმყოფოების მაგნატი "ოცნებიდან" - რამდენი მიდის კლინიკის მეპატრონის ჯიბეში ფულიდან, რასაც მკურნალობაში იხდით

19.02.22 22:00
საავადმყოფოების მაგნატი "ოცნებიდან" -  რამდენი მიდის კლინიკის მეპატრონის ჯიბეში ფულიდან, რასაც  მკურნალობაში იხდით

"შაბათის ეთერის" კიდევ ერთი ხმაურიანი რეპორტაჟი - ირკვევა, რომ თბილისში მდებარე პაციენტის გადახდილი ყოველი 1000 ლარიდან მინიმუმ 400 ლარი კლინიკის მეპატრონის წმინდა მოგებაა. 

ურნალისტ-გამომძიებელმა  მაკა ანდრონიკაშვილმა გაარკვია, რამდენი მიდის კლინიკის მეპატრონის ჯიბეში იმ ფულიდან, რასაც შვილის მკურნალობაში იხდით. ირკვევა, ისიც რომ თბილისში მდებარე ცნობილ კლინიკებს რომლებიც კოლოსალურ მარჟაზე მუშაობენ, "ქართული ოცნების" მილიონერი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ოჯახი და გარემოცვა მართავს.

ქართული ოცნების დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, მისი ოჯახის წევრები და ახლო ნათესები, ჯამში თბილისის 4 კლინიკას ფლობენ. 

"ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრი", "ჩაჩავას სამშობიარო სახლი", "პირველი სამედიცინო ცენტრი" ნაძალადევში და ბავშვთა "პრივატ კლინიკა" თემქაზე.  ეს ბიზნესი დეპუტატს ორ შვილზე და ცოლის ძმაზე აქვს გადაფორმებული.  

საქართველოს პარლამენტის მილიონერი დეპუტატების შემოსავლის წყაროების კვლევის დროს, "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა დოკუმენტი, რომლითაც მტკიცდება, რომ ელგუჯა გოცირიძე ბავშვთა საავადმყოფოს მოგების 40%-იან,  კოლოსალურ მარჟაზე მუშაობდა. ანუ პაციენტის მშობლის გადახდილი ყოველი 1000 ლარიდან - 400 დეპუტატის ოჯახის წმინდა მოგებაა.  

გაიცანით საავადმყოფოების მაგნატი "ქართული ოცნებიდან" და ნახეთ რამდენი მიდის მილიარდერის ჯიბეში.