საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომა 14:00 საათზე ჩანიშნული და ის 7 ნოემბრის საქმეს შეეხება.
დღევანდელ პროცესზე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე იმსჯელებს. სხდომას მესამე პრეზიდენტიც დაესწრება და საზოგადოებას სიტყვით კიდევ ერთხელ მიმართავს. პროცესზე გარკვეული შუამდგომლობების დაყენებას აპირებენ ადვოკატებიც.
ეს არის პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი მკაფიო საქმე, სადაც არ არის არანაირი მტკიცებულება, სადაც მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ასე. ვიმყოფებით პროკურატურის მიერ მტყკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, თუმცა მკაფიოდ უნდა იტქვას და რამდენიმე შემთხვევა უკვე იყო, დაახლოებით 4-5 პროცესი, როდესაც პირდპაირ ეთერში აგადიცა ეს სხდომები, არცერთი მტკიცებულება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ამ საქმეში არ მოპიოვება. ბუნებრივია, დაცვის მხარეს პოზიციები დღევანდელ პროცესზე, გვექნება გარკვეული შუამდგომლობები, - ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია.
"ერთიანი ნაციონალური მოძროაბა" პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.