გიორგი მასხულიაზე თავდასხმის მოტივი შესაძლოა, მისი ეპატაჟურობა ყოფილიყო - ნაცემი დიზაინერის მეგობარი
დიზაინერ გიორგი მასხულიას ახლო მეგობარის, გურამ არუთინაშვილის განცხადებით, "მისტერ ვალენტინის" ორგანიზატორს სამი ახალგაზრდა კაცი გაუსწორდა, მათ კი "კლუბი ოთახის" დაცვის წევრებიც ეხმარებოდნენ.
რაც შეეხება მოტივს, ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ დიზაინერს "ეპატაჟურობისთვის" გაუსწორდნენ:
მოგეხსენებათ, გიორგი დიზაინერია, აქვს ძალიან ბევრი კონკურსი საქართველოში. მენტალობიდან გამომდინარე, ქართველებისთვის მიუღებელია ეპატაჟი და შესაძლებელია სწორედ ეს ეპატაჟი გამხდარიყო თავდაცვის მოტივი. შოუბიზნესში ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სკანდალია"- აცხადებს გურამ არუთინაშვილი.
"მისტერ ვალენტინის" ორგანიზატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ - გიორგი მასხულიას თავს სამი ადამიანი დაესხა. ახალგაზრდა დიზაინერს უმძიმესი დაზიანებები აღენიშნება. მას ჰოსპიტალიზებაც კი ასჭირდა.
დიზაინერს ღამით ერთ-ერთ ბართან გაუსწორდნენ. დაშავებული აცხადებს, რომ მოძალადეებს კლუბის დაცვაც ეხმარებოდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. "პირველების
ინფორმაციით, პოლიციას დაკაბებული არ ჰყავს.