გაასაჯაროებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ხარჯებს - პრეზიდენტი შეკითხვას არ პასუხობს

21.02.22 13:14
გაასაჯაროებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ხარჯებს - პრეზიდენტი შეკითხვას არ პასუხობს

გაასაჯაროებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ხარჯებს, რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს -  შეკითხვას პრეზიდენტი არ პასუხობს. იმ შემთხვევაში თუ ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას გაითვალისწინებს და საიდუმლო ხარჯებს გაასაჯაროებს,  მაშინ ის 11 წლიანი სასჯელისგან  სახელწმიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას იხსნის. 

"პირველების" შეკითხვას, თუ რას აპირებს მეხუთე პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი ჩვეული ირონიით პასუხობს. 

 ველოდები ახლა გომბორას და შევდივარ სასახლეში, - ამბობს პრეზიდენტი. 

როდის უპასუხებს მესამე პრეზიდენტის ღია წერილს სალომე ზურაბიშვილი, ან უპასუხებს თუ არა,  ჯერჯერობით უცნობია.  

მიხეილ სააკაშვუილმა რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმარტა და მოუწოდა, და მოუწოდებს, მოხსნას გრიფი  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს.