"საშიში და ანტიკონსტიტუციური პრეცენდენტი" - ეუთო-ოდირი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

21.02.22 13:31
"საშიში და ანტიკონსტიტუციური პრეცენდენტი" - ეუთო-ოდირი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

"საშიში და ანტიკონსტიტუციური პრეცენდენტი" - სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ  სპეციალური დასკვნა მიიღო. ეუთო-ოდირი  სამართლებრივ დასკვნაში პირდაპირ წერს, რომ მსგავსი ფორმით კანონის მიღება არაკონსტიტუციურია და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი უწყების ფუნქციონირებას. შექმნილ ვითარებაში ეუთო-ოდირი ორ გამოსავალს ხედავს, ან კანონის მოქმედება შეჩერდეს, ან მიეცეს ლონდა თოლორაიას უფლება ვადის ამოწურვამდე შეასრულოს კანონით განსახვრული უფლებამოსილება.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა, მიგვაჩნია, რომ მიიღო უპრეცენდენტოდ არაკონსტიტუციური კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება თავად საკონსტიტუციო სასამართლოს არსებულ პრაქტიკას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ  აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან და არღვევს ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებს. ეუთო ხაზგასმით ითხოვს, რომ გახორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს. იმ შემთხვევაში თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ის რეკომდენდაციას სახელმწიფოს, რომ მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს და მის მოადგილეებს შეუნარჩნდეთ უფლებამოსილება და მათი უფლებამოსილების ვადაში ისინი დარჩნენ თანამდებობაზე, - თქვა სახალხო დამცველმა სპეციალურ ბრიფინგზე. 

ომბუდსმენი ასევე, საკონსტიტუციო საამართლოს მიმართავს, რომელსაც ეუთო-ოდირის დასკვნა უკვე გადაეგზავნა.  ნინო ლომჯარიას თქმით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის სულ მცირე ხარისხი მაინც შერჩა, მან სწორი გადწაყვეტილება უნდა გამოიტანოს. 

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ გვაქვს ჯერ კიდევ საკონსტიტუციო სასამართლო ამ ქვეყანაში, რომელიც დადგება მოწოდების სიმაღლეზე და დაიცავს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს და მოთხოვნებს. თუ დამოუკიდებლობის სულ მცირე ხარისხი დარჩა საკონსტიტუციო სასამართლოს, მე ვერ წარმომიდგენია მან მიიღოს სხვაგვარი გადაწყვეტილება. არასწორია ის განცხადება, რომ სახელმწიფომ არ იცოდა ჩვენ მიერ ინიცირებული პროცესის თაობაზე და რა თქმა უდნა, მათ შეეძლოთ მიეწოდებინათ შესაბამისი არგუმენტაცია ეუთო- ოდირისთვის. წარმოჩენა, მცდელობა იმის, რომ რაღაცა კონსპირაცია იყო გაგზვანილ წერილში, ნამდვილად არასწორია, - თქვა სახალხხო დამცველმა.