გასაჯაროვდეს სახალხო დამცველის მიერ ეუთო-ოდირისთვის გაგზავნილი შეკითხვები - ანრი ოხანაშვილი
ეუთო-ოდირის დასკვნას "ქართული ოცნება" სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. მმართველმა გუნდმა სახალხო დამცველი ეუთო-ოდირისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა და მისთვის გაგზავნილი ტექსტის გასაჯაროებისკენ მოუწოდა.
აუცილებელია გასაჯაროვდეს სახალხო დამცველის მიერ ეუთო-ოდირისთვის გაგზავნილი შეკითხვები, რათა ცხადი გახდეს რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანა ეუთი-ოდირმა აღნიშნულ ცვლილებებზე დასკვნები. საინტერესოა, იყო თუ არა საერთოდ ეუთო-ოდირისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედ ხელმძღვანელოაბს შეეძლო ახალ კონკურსში შეუფერხებლად მონაწილეობის მიღება და რომ მათ აღნიშნული შესაძლებლობა არ გამოიყენეს. იმედია, სახალხო დამცველი იხელმძღვანელებს გამჭვირვალობის პრინციპით და გაასაჯაროვებს მის მიერ ეუთო-ოდირისთვის გაგზავნილ შეკითხვებს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ სპეციალური დასკვნა მიიღო. ეუთო-ოდირი სამართლებრივ დასკვნაში პირდაპირ წერს, რომ მსგავსი ფორმით კანონის მირება არაკონსტიტუციურია და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი უწყების ფუნქციონირებას. შექმნილ ვითარებაში ეუთო-ოდირი ორ გამოსავალს ხედავს, ან კანონის მოქმედება შეჩერდეს, ან მიეცეს ლონდა თოლორაიას უფლება ვადის ამოწურვამდე შეასრულოს კანონით განსახვღული უფლებამოსულება.