ხმაური ლანჩხუთის საკრებულოში - მაღალი თანამდებობის პირებმა ხელფასი 50%-ით გაიზარდეს

21.02.22 13:53
ხმაური ლანჩხუთის საკრებულოში - მაღალი თანამდებობის პირებმა ხელფასი 50%-ით გაიზარდეს

გადაწყვეტილება მიღებულია - ლანჩუთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ. მაღალი თანამდებობის პირებს ანაზღაურება 50%-ით გაეზარდათ, ხოლო სიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლები ისევ 180 ლარიან ხელფასსს მიიღებენ. 

ფაქტს სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.