"ამ წერილით სთხოვა სახალხო დამცველმა ეუთო ოდირს სამართლებრივი დასკვნის მომზადება" - ომბუდსმენის მოადგილე

21.02.22 13:59
"ამ წერილით სთხოვა სახალხო დამცველმა ეუთო ოდირს სამართლებრივი დასკვნის მომზადება" -  ომბუდსმენის მოადგილე

სახალხო დამცველის მოადგილე გია ბურჯანაძე სოციალურ ქსელში იმ წერილს ასაჯაროებს, რომლითაცს ახალხო დამცველმა ეუთო-ოდირს სამართლებრივი დასკვნის მომზადება სთხოვა. საქმე ეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას. 

ამ წერილით თხოვა სახალხო დამცველმა ეუთო ოდირს სამართლებრივი დასკვნის მომზადება 2 თებერვალს.
8 თებერვალს დაგვიდასტურეს რომ 18 თებერვალს მომზადდებოდა დასკვნა. ეს ასევე ეცნობა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას ეუთოში;
დიდი და საჯარო მადლობა ეუთო ოდირს და დასკვნის ავტორებს დაჩქარებულ ვადაში დოკუმენტის მომზადებისთვის, - წერს ბურჯანაძე.

სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ  სპეციალური დასკვნა მიიღო. ეუთო-ოდირი სამართლებრივ დასკვნაში პირდაპირ წერს, რომ მსგავსი ფორმით კანონის მირება არაკონსტიტუციურია და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი უწყების ფუნქციონირებას. შექმნილ ვითარებაში ეუთო-ოდირი ორ გამოსავალს ხედავს, ან კანონის მოქმედება შეჩერდეს, ან მიეცეს ლონდა თოლორაიას უფლება ვადის ამოწურვამდე შეასრულოს კანონით განსახვღული უფლებამოსულება. 

ეუთო-ოდირის დასკვნას "ქართული ოცნება" სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. მმართველმა გუნდმა სახალხო დამცველი ეუთო-ოდირისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა და მისთვის გაგზავნილი ტექსტის გასაჯაროებისკენ მოუწოდა.