სააკაშვილის ისევ გისოსებშია - მოსამართლემ მესამე პრეზიდენტს ადვოკატების გვერდით დაჯდომის უფლება არ მისცა

21.02.22 14:34
სააკაშვილის ისევ გისოსებშია - მოსამართლემ მესამე პრეზიდენტს ადვოკატების გვერდით დაჯდომის უფლება არ მისცა

7 ნოემბრის საქმე - საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას თავად სააკაშვილი ესწრება. 

დარბაზში ენმ-ს ლიდერები და პრეზიდენტის დედა იმყოფებიან. დაცვის მხარემ პირველი შუამდგომლობა დააყენა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ექსპრეზიდენტის ე.წ. გისოსებიდან გამოყვანას და სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს მათ გვერდით დაჯდომას მოითხოვდნენ. მათი თმქით, არსებობს შემთხვევები, როცა პატიმრობაში მყოფი პირები დარბაზში, ადვოკატების გვერდით ესწრებიან პროცესს.

სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კოლეგიის თავმჯდომარის ნინო ელიეშვილის განმარტებით, დარბაზი უსაფრთხოებისთვის ამგვარადაა მოწყობილი და ამ წესს ვერ შეცვლის.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, ჩვენებას 3 მოწმე მისცემს.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება