თამთა დემურიშვილს თანამდებობიდან ხსნიან - მიხეილ სააკაშვილი

21.02.22 15:11
თამთა დემურიშვილს თანამდებობიდან ხსნიან - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესქამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, პენიტენციური დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელს, თამთა დემურიშვილს თანამდებობიდან ათავისუფლებენ. 

განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

მესამე პერზიდენტის თქმით, დემურიშვილთან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს, თუმცა ის იყო გულიკო ქილიფთართან ერთად, იყო ის პირი ვინც სიკვდილისგან გადაარჩინა. 

თამთა დემურიშვილს, რომელსაც ეყო სითავხედე, რომ ნიკა გვარამიასთან ერტად გაადეღო სელფი, მე ბევრი პრეტენზია მქონდა ქალბატონ თამთასთან, მაგრამ უნდა აღვნიშნო, როდესაც გონება დავკარგე მან და გულიკო ქილიფთარმა მოახდინეს ჩემი რეანიმაცია იმისთვის, რომ არ მოვმკვდარიყავი, ამისათის დაისაჯა და იხსნება პენიტენციური დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელობიდან", - თქვა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მის საკანში ექიმისა და ექთნის შესვლა აკრძალეს. მისივე განცხადებით, საღამოს 6 საათის შემდეგ, მორიგე ექიმი აღარ მუშაობს.