ის, რაც ჩემს მიმართ ხდება, ჩემი ინვალიდიზაციის და მკვლელობის დაგეგმილი პროცესია - მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მესამე პრეზიდენტის თქმით, მასთან საკანში ექიმების არშეშვება მისი ინვალიდიზაციის მიზანს ემსახურება.
ის, რაც ხდება ჩემს მიმართ, ეს არის ჩვეულებრივი დაგეგმილი პროცესი ინვალიდიზაციის და მკვლელობის. ეს არის დასკვნა სახალხო დამცველის კონსილიუმის, ეს არის დასკვნა "ემპათიის", ეს არის საუკეთესო სპეცილიასტების, რომლებიც არიან საქართველოში სხვადასხვა სფეროს მიმართულებით.... პენიტენციურმა სისტემამ, როცა გადამიყვანა და ჩემს ექიმებს აღარ უშვებდნენ ჩემთან, მოიწვია ქალბატონი თამარ აბაშიძე. ეს არის "ვივამედის" ნევროლოგი, მან დაწერა ზუსტად ისეთივე დოაგნოზი როგორცი უწერია სახალხოდა მცველს და როგორიც უწერია "ემპათიას" და მან თქვა, რომ პენიტენციური სისტემის შიგნით ამ დაავადებების მკურნალობა არის შეუძლებელი და უფრო მეტიც, ისინი მიმიყვანენ ინვალიდიზაციამდე. ინვალიდიზაცია ჩემს შემთხვევაში ნიშნავს, მახსოვრობის წართმევას, გადაადგილების საშუალების შეზღუდვას, ინვალიდიზაცია ნიშნავს ინვალიდის ეტლში მიღებულ ადმაიანს..., - განაცხადა სააკაშვილმა პროცესზე.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე, მასთან ჰოლანდიელი და ამერიკელი ექიმების შეშვება ითხოვა.
საქალაქო სასამართლოში ამ წუტებშ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესი 7 ნოებრის საქმეს ეხება.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება