"საჭიროებს სიფრთხილით და გამჭვირვალობით მოპყრობას" - კარლ ჰარცელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე

21.02.22 15:35
"საჭიროებს სიფრთხილით და გამჭვირვალობით მოპყრობას"  - კარლ ჰარცელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას შემაშფოთებელს უწოდებს. მისი თქმით, მსგავსი ფუნდამნეტური ინსტიტუტი, რომელშიც ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა და ფინანსები ჩადო, სიფრთხილით და გამჭვირვალობით მოპყრობას საჭიროებს. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფუნდამენტური ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლსა და ბალანსს, საჭიროებს მაქსიმალური სიფრთხილით და გამჭვირვალობით მოპყრობას, რაც გასული წლის ბოლოს ვერ  ვიხილეთ და რაც შემაშფოთებელია, ვინაიდან ფუნდამენტურია, რომ ასეთმა ინსტიტუტმა სათანადოდ იფუნქციონიროს. ეს არის ინსტიტუტი, რომელშიც ევროკავშირმა საკმადო დიდი ძალისხმევა და ფინანსები ჩადო წლების განმავლობაში. ეს აშფოთებს არა მხოლოდ ევროკავშირს, შეშფოთებები გამოთქვეს აშშ-მ, გაერომ, ევროპის საბჭომ, - განაცხადა ჰარცელმა. 

სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ  სპეციალური დასკვნა მიიღო. ეუთო-ოდირი სამართლებრივ დასკვნაში პირდაპირ წერს, რომ მსგავსი ფორმით კანონის მირება არაკონსტიტუციურია და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი უწყების ფუნქციონირებას. შექმნილ ვითარებაში ეუთო-ოდირი ორ გამოსავალს ხედავს, ან კანონის მოქმედება შეჩერდეს, ან მიეცეს ლონდა თოლორაიას უფლება ვადის ამოწურვამდე შეასრულოს კანონით განსახვღული უფლებამოსულება. 

ეუთო-ოდირის დასკვნას "ქართული ოცნება" სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. მმართველმა გუნდმა სახალხო დამცველი ეუთო-ოდირისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა და მისთვის გაგზავნილი ტექსტის გასაჯაროებისკენ მოუწოდა.