მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა - გადაწყვეტილების შესახებ მან თბილისის საქალაქო სამართლოში გაახმოვანა. სააკაშვილი ამბობს, რომ მას პუტინის დავალებით კლავენ.
დღეიდან ვაცხადებ უვადო შიმშილობას, სრულს და ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს. აქ ჩემი ჯანმრთელობა არის მეასეხარისხოვანი" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მთავარი მოთხოვნა ადეკვატური სამედიცინო დახმარებაა.
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა პირველად დაკავების შემდეგ დაიწყო და 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა.