"საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს ნატოში, დამთავრდა უკვე ეს ამბავი" - ირმა ინაშვილი
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განმარტებებს "ტვ პირველთან " აკეთებს. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სიტუაციის განმუხტვა, მხოლოდ რუსეტთან ურთიერთობებსი ნორმალიზაციის გზით არის შესაძლებელი.
ინაშვილი ხაზგასმით იმეორებს, რომ საქართველო ნატოშ არ უნდა შევიდეს.
რუსეთთან უერთიერთობებსი ნორმალიზება ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა შექმნილ ვითარებაში, რაც განმუხტავს სიტუაციას. რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვას არასდროს სიკეთე არ მოუტანია ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს ნატოში, დამთავრდა უკვე ეს ამბავი. ჩვენ უნდა ავირჩიოთ სამხედრო ნეიტრალიტეტის პლატფორმა. რა მიგაჩნიოთო, თუ მკითავთ გადარჩენის გზად, გამოსავლად, მიმაჩნია რუსეთთან ურთიერთობების, ამ ვითარებაში განსაკუთრებულად, ყველა სიტყვის მოზომვა, ყველა წინადადების მოზომვა, - ამბობს ინაშვილი.
"საქართველო და უკრაინა არ უნდა შევიდნენ ნატოში, საქართველომ უნდა გამოაცხადოს სამხედრო ნეიტრალიტეტი" - ამის შესახებ 54 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით თბილისიდან ვლადიმერ პუტინსვის გაგზავნილ წერილშია საუბარი რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა გაასაჯაროვა, ის პირველი ხელმომწერია.