"პატრიოტთა ალიანსის" მიმართვა ჩვენს პოლიტიკას ვერ შეცვლის - ნინო წილოსანი

21.02.22 15:57
"პატრიოტთა ალიანსის" მიმართვა ჩვენს პოლიტიკას ვერ შეცვლის - ნინო წილოსანი

"ქართული ოცნების" წევრი, ნინო წილოსანის თქმით, "პატრიოტთა ალიანსის" რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვა სახელმწიფოს პოლიტიკას ვერ შეცვლის, თუმცა ზოგიერთი პარტიის ინაშვილთან თანამშრომლობა ცხადყოფს, რომ ქვეყანაში არაგამოვლენილი პრორუსული პარტიებიც არსებობენ. 

ეს მიმართვა ვერ შეცვლის სახელემწიფო პოლიტიკას, იმიტომ, რომ ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანება  ეს არის ჩვენი კონსტიტუციით აღიარებული და ჩვენ მიერ კონსტიტუციით დადასტურებული გადაწყვეტილება, მაგრამ მეორეს მხრივ, ირმა ინაშვილთან და ამგვარ ჯგუფებთან პირობითად „ლელოს“ თანამშრომლობა, ძალიან ნათლად მიგვანიშნებს, რომ გარდა გამოვლენილი პრორუსული პარტიებისა, არსებობენ არაგამოვლენილი და არა ასე ნათლად პრორუსული პოლიტიკის გამტარებელი პარტიები, - თქვა წილოსანმა. 

"საქართველო და უკრაინა არ უნდა შევიდნენ ნატოში,  საქართველომ უნდა გამოაცხადოს სამხედრო ნეიტრალიტეტი" - ამის შესახებ 54 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით თბილისიდან ვლადიმერ პუტინსვის გაგზავნილ წერილშია საუბარი რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა გაასაჯაროვა, ის პირველი ხელმომწერია.