სააკაშვილი არის ტყვე და არა პატიმარი - ნიკა მელია

21.02.22 16:32
სააკაშვილი არის ტყვე და არა პატიმარი - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მესამე პრეზიდენტს ივანიშვილის ტყვედ მოიხსენიებს და  ამის მიზეზებს განმარტავს. ნიკა მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება ისარგებლოს უფლებებით, რომელიც რიგით პატიმარს გააჩნია. 

ტყვე ხარ, როდესაც შენ გამოკეტილი ხარ ოთხ კედელში ერთი ადამიანის ნებაზე და ხუშტურზე. ტყვე ხარ,. როდესაც სამედიცინო მომსახურეობის მიღების შესაძლებლობა, ტყვე ხარ, როდესაც შენ არ გეძლევა კუთვნილი უფლებების რეალიზების შესაძლებლობა, მაგალითისთის, სატელეფონო ზარების განხორციელება და უამრავი სხვადასხვა უფლება, რაც პატიმარს აქვს, მაგრამ ტყვეს არ აქვს, - თქვა მელიამ.

ენმ-ს ლიდერმა ასევე, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყების ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შიმშილობის ხელმეორედ დაწყება პატიმარი პრეზიდენტისთვის შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს. 

მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა და უკიდურეს ზომაზე წასვლა დღეს ხელმეორედ, მას შემდეგ, რაც მან  50 დღე იშიმშილა და პრაქტიკულად, ფატალურად დაასრულა შიმშლობის უმძიმესი აქტი, რა თქმა უნდა, შეიცავს სერიოზულ საფრთხეს მისი სიცოცხლისთვის, მაგრამ მოთხოვნა არის ძალიან ჰუმანური, ადამიანური და სამართლიანი, რომ შეუშვან მასთან კვალიფიციური სამედიცინო სამსახურის წარმოამდგენელი. მე იმედი მინდა მქონდეს, რომ მასთან დაწევბულებაში ექიმი იქნება დაშვებული. ექმი, რომელიც მას სჭირდება, - თქვა მელიამ პროცესის დასწრულების შემდეგ.