საპრეზიდენტო ხარჯების გასაჯაროება - ზურაბიშვილის ხელს პრემიერისკენ იშვერს

21.02.22 17:18
საპრეზიდენტო ხარჯების გასაჯაროება  - ზურაბიშვილის ხელს პრემიერისკენ იშვერს

მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს, რომლითაც ის სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და საპრეზიდენტო ხარჯების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს, პრეზიდენტის  ადმინისტრაციაში პასუხობენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია სულავას განმარტებით, გრიფით საიდუმლო დოკუმენტები ახლა მთავრობის ადმინისტრაცაიში ინახება და პრეზიდენტი მასზე წვდომას მოკლებულია. 

მათივე თქმით, ხარჯებზე დოკუმენტების გასაჯაროებაზე მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას უნდა მიმართოს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადობეას კიდევ რეტხლე მიწოდოს ინფორმაცია თი რატომა რ მოხდა დღემდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წელს გამოცემული გრიფით საიდუმლო სამართლებრივი აქტების განსაიდუმლოება. საქართელოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული გრიფით საიდუმლო დოკუმენტების რეგისტრაციის, შენახვის და დაარქივების საქმსი წარმოებას ახორციელებდა საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატი მის გაუქმებამდე, რმელიც განხორციელდა 2018 წელს. ამის შემდეგ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალმემკვიდრედ განსიაზღვრა საქართველოს მტავრობა, შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოშიო დაცული ყველა დოკუემნტი გადაგზავნილი იქნა დაუყონებლიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში და შესაბამისის რეგულაციებით 2019 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უნდა განეხორციელებინა შესაბამისი დოკუემნტების კლასიფიკაცია, დაარქივება და ა.შ. საქართველოს რპეზიდნეტის ადმინისტრაციამ 2019-21 ბწლებშ რამდენჯერმე მიმართა საქართველსო მტავრობის ადმიონისტრაციას იმისთვის, რომ გადმოსცემოდა პრეზიდენტის ადმინისტრაცაის აღნიშNული საიდუმლო გრიფით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები, მაგრამ მიუიხედავად მრავალგზის მიმართვისა, დღემდე აღბნიშნული დოკუემნტები არ მიუღია პრეზიდენტის ადმინისტრაციას. შესაბამისად, პრეზიდენტსი ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნშნულ დოკუმენტებზე და მათ განსაიდუმლოებაზე. ასევე უნდა იტქვას, რომ თუკი ექსპრეზიდენტს რაიმე სახის პრეტენზია აქვს ამ დოკუემნტებთან დაკლავშირებით, მას შეუძლია პირადაც მიმართოს საქართველოს მთავრობას და მის ადმინისტრაციას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ.