შიმშილობის დაწყება სააკაშვილისთვის დაუშვებელი და დამღუპველია - მარიამ ჯიშკარიანი
ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის შიმშილობის ხელმეორედ დაწყება დაუშვებელია. ჯიშკარიანი მოუწოდესბ პენიტენციურ დაწესებულებას, მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა პატიმარმა პრეზიდენტმა აღნიშნული აქტი არ დაუშვას.
მისი ჯანმრთელობისთვის არის დაუშვებელი და დამღუპველი როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ნევროლოგიური თვალსაზრისით დაუშვებელია ამჟამად შიმშილობის დაშვება. უნდა მიიღოს პენიტენციურმა სისტემამ ადექვატური ზომები, რათა არ მოხდეს შიმშილობის გახანგრძლივება და საერთოდ დაწყებაც კი. მე არ მაქვს იმის იმედი, რომ ამჟამადაც იქნება შესაბამისი მათი მოქმედება ანუ ისინი დაიცავენ პატიმრის შესახებ საქართველოს კანონს, პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონს, ბვინაიდან ეს ყოველდღიურად ირღვეოდა უკვე დიდი ხანია, - ამბობს ჯიშკარიანი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა - გადაწყვეტილების შესახებ მან თბილისის საქალაქო სამართლოში გაახმოვანა. სააკაშვილი ამბობს, რომ მას პუტინის დავალებით კლავენ.