ინაშვილი ცდილობს პრორუსის ნიშა არ დაკარგოს - იაგო ხიჩია

21.02.22 18:14
 ინაშვილი ცდილობს პრორუსის ნიშა არ დაკარგოს -  იაგო ხიჩია

ირმა ინაშვილი ცდილობს პრორუსის ნიშა არ დაკარგოს - ასე აფასებს "გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია პრორუსული ორგანიზაციების მიერ ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც ხელმომწერები ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს "მის აღმატებულებად" მოიხსენიებენ. 

მეტიც, ხელმომწერები მიმართვაში წერენ, რომ " საქართველო და უკრაინა სამხედრო ნეიტრალიტეტის ქვეყნები უნდა იყვნენ". 

"ქალბატონი ინაშვილი ცდილობს პრორუსი პოლიტიკოსის ნიშა არ დაკარგოს, რადგან მოგეხსენებათ, რომ კონკურსია ამ თემაზე და ცდილობს თავისი ხმები შეინარჩუნოს. შესაბამისად, წერილს დაწერს ბატონ პუტინთან, იცეკვებს თუ ხმოვან შეტყობინებებს გაუგზავნის, ამის დანიშნულება არის ერთადერთი - რომ ელექტორატი არ დაკარგოს"- აცხადებს "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია.