ხელისუფლებას ეშინია ნიკა მელიას გამოშვება - აკაკი მინაშვილი

07.04.21 15:17
ხელისუფლებას ეშინია ნიკა მელიას გამოშვება - აკაკი მინაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი მინაშვილი, ამბობს, რომ მისი მოლოდინი ნიკა მელიას ციხიდან შესაძლო გათავისუფლებაზე ოპტიმისტური არ არის. მინაშვილის თქმით, ხელისუფლებას ამ ეტაპზე მელიას ციხიდან გამოშვება ეშინია. 

 

როცა ხელისუფლებაში "ოცნებაა", რთულია მოლოდინებზე ლაპარაკი იმიტომ ,რომ ისინი არ მოქმედებენ გონებიდან და რაციონალური მსჯელობიდან გამომდინარე. ერთი რაც მათ ამოძრავებთ, არის შიში და მათ ეშინიათ ნიკა მელიას გამოშვება ამ ეტაპზე.  ნიკა მელია არის ლიდერი, რომლის ირგვლივაც ხდება ბევრი ადამიანის მობილიზება და რომელიც არის ერთ-ერთი ის მთავარი ადამიანი, რომელიც მოიტანს ამ ქვეყანაში ცვლილებას. არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი,  რაც უფრო დიდხანს იქნება ნიკა მელია ციხეში, მით უფრო მძიმე იქნება "ოცნების" პოლიტიკური მომავალი - ამბობს აკაკი მინაშვილი. 

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, სასამართლო პროცესი ხვალ 11 საათზე გაიმართება.