გულგრილი დამოკიდებულება - დეკანოიძე გალის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლების აკისრებს

07.04.21 15:31
გულგრილი დამოკიდებულება - დეკანოიძე გალის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლების აკისრებს

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ხატია დეკანოიძე, საქართველოს მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმომსვლელებისთვის კარანტინის გაუქმებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება  დეკანოიძემ გალში დატრიალებული ტრაგედიის კომენტირებისას გააკეთა. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, ფიქრობს, რომ მსგავსი ტრაგედიები ხელისუფლების გულგრილ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს. 

ამ კარანტინის მოხსნა და შემსუბუქება იყო აუცილებელი, დღეს მომხდარი ფაქტი არის უმძიმესი, სერიოზული ტრაგედიაა, ის თუ როგორ ექცევიან ოკუპანტები ჩვენს მოქალაქეებს, ძალიან უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულება არის ჩვენი ხელისუფლების მხრიდან - ამბობს დეკანოიძე. 

ბოლო ინფორმაციით, სამძებრო ოპერაცია ენგურის ხეობაში რამდენიმე საათია, უშედეგოდ გრძელდება.

მდინარის კალაპოტში ამჯერად 62 წლია მამაკაცის ცხედარს ეძებენ. ის ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში მეუღლესა და მეზობლებთან ერთად მოდიოდა.

მანამდე კი მდინარე ენგურმა 40 წლის მაყვალა გამისონიას, 35 წლის თამუნა ცატავაას და 62 წლის თამაზ ბასლანძის ცხედრები გამორიყა.

 

მსგავსი სიახლეები