მოვედებით ყველა რეგიონს - ოპოზიცია ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადება

07.04.21 17:40
მოვედებით ყველა რეგიონს  - ოპოზიცია ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადება

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში 15 მაისის აქციისთვის მოსამზადებელი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის თქმით, მოსახლოებასთან შეხვედრები საქართველოს ყველა სოფელსა და ქალაქში გაიმართება. 

საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში გაიმართება შეხვედრები,იმისთვის რომ  მოქალაქეებმა იცოდნენ, რას აპროტესტებენ, რისთვის ჩამოდიან და რა გეგმა აქვს ოპოზიციას, ღრმად ვარ დარწმუნებული რომ მთელი საქართველო დაწყებული ხულოდან დამთავრებული შეუერთდება იმ პროტესტს, რომელმაც ქვეყანა სწორ გზაზე უნდა დააყენოს," -ამბობს კირკიტაძე. 

პარტიაში ამბობენ, რომ მოსახლეობასთან შეხვერდები აჭარის რეგიონში უკვე დაიწყო. გიორგი ბოტკოველის თქმით, ისინი შეეცდებიან ყველა ადამიანი დაარწმუნონ, რომ აქციაზე მივიდნენ. 

ყოველდღიურად გვექნება შეხვედრები სხვადასხვა რეგიონებში. მოვედებით ყველა რეგიონს და ვეცდებით ყველა ოჯახი და ადამიანები დავარწმუნოთ, თუ  რამდენად მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ცვლილებები", - ამბობს გიორგი ბოტკოველი. 

ოპოზიციამ მასშტაბური აქცია 15 მაისს პარლამენტის შენობის წინ დაანონსა. წინამოსამზადებელი ეტაპი და მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დაწყებულია.  

მსგავსი სიახლეები