ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის პლებისციტი მიუღებელია - ირმა ინაშვილი

01.03.21 20:36
ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის პლებისციტი მიუღებელია - ირმა ინაშვილი

ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის პლებისციტი მიუღებელია - ეს განცხადება "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა , პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე შეხვედრის წინ გააკეთა.

ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას და საერთოდ საარჩევნო სისტემისა და გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის პლებისციტი მიუღებელია. იმიტომ, რომ პლებისციტი ისევე გაყალბდება, როგორც გაყალბდა არჩევნები. გამოსავალია ახალი არჩევნებისთვის მზადება, შეცვლა მთლიანად საარჩევნო სისტემის და გარემოსი-ამბობს ინაშვილი.

შეხვედრას ათონელის რეზიდენციაში ესწრება ირაკლი ღარიბაშვილი, მოლაპარაკებებში ოპოზიციის მხრიდან მონაწილეობს "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "პატრიოტთა ალიანსი", "ლელო". შეხვედრაზე ასევე მივიდა ალეკო ელისაშვილი.