ნიკა მელიას ინტერვიუ სასამართლო პროცესის შემდეგ დღეს, 18:00 საათზე, დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში
გადადებული სასამართლო სხდომის შემდეგ, "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ, პირველი სატელეფონო ინტერვიუ "ტვ. პირველს" მისცა.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის ინტერვიუს დღეს, 18:00 საათზე, "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" ნახავთ.
ნიკა მელიას სასამართლო სხდომა 13 აპრილს, 11 საათისთვის გადაიდო. დღეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მელიას პროცესზე დასწრების უფლება მისცა.