პოლიტიკურად გარდაცვლილებზე არ საუბრობენ - მელია კობახიძეზე

08.04.21 18:12
პოლიტიკურად გარდაცვლილებზე არ საუბრობენ - მელია კობახიძეზე

ირაკლი კობახიძე პოლიტიკურად გარდაცვლილია" - განაცხადა ნიკა მელიამ ტვ პირველთან, რომელიც  კონტაქტზე რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან  გამოვიდა. 

,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ  ,,ოცნების" გუნდი ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული ადამიანებისგან შედგება და ისინი პოლიტიკაში დამოუკიდებლად არაფერს წყვეტენ.

კობახიძეს განცხადებაზე, არ გადაიხადა და დავიჭირეთო, ვუპასუხებდი, გარდაცვლილებზე არ საუბრობენ. კობახიძე არის პოლიტიკურად გარდაცვლილი. ეგ ადამიანები არაფერს წარმოადგენენ, ესენი არიან ივანიშვილის ადიუტანტები. ეს ადამიანებს არაფერს ვუპასუხებ, რადგან არ არსებობენ პოლიტიკურად. არიან ივანიშვილის დაქირავებული. 

,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ,,ენმ"-ს ლიდერის დაკავებაზე კომენტირებისას განაცხადა - ,,არ გადაიხადა გირაო და დავაკავეთ".