ტრაგედია ენგურზე - საქართველოში 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

09.04.21 10:01
ტრაგედია ენგურზე - საქართველოში 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

ენგურზე დაღუპული მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ განცხადებას  საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება, - ნათქვამია განცხადებაში.

2021 წლის 7 აპრილს ოკუპირებულ გალში მცხოვრები პირები ზუგდიდში შემოვლითი გზით, მდინარე ენგურის გავლით გადმოსვლას ცდილობდნენ, რა დროსაც  ტრაგიკულად დაიღუპნენ. 
 

მსგავსი სიახლეები