"მთავარსარდალი ქვეყანაში უნდა იყოს" - ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ უთხრა უარი ზურაბიშვილს ვიზიტებზე

15.03.22 13:30
"მთავარსარდალი ქვეყანაში უნდა იყოს" - ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ უთხრა უარი ზურაბიშვილს ვიზიტებზე

 რატომ უთხრეს საქართველოს პრეზიდენტს უარი დასავლეთში ვიზიტებზე? - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ "მთავარსარდალი ქვეყანაში უნდა იყოს".  

მე მიმაჩნდა, მთავრობის თითოეულ წევრს მიაჩნდა, მიაჩნია დღესაც, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში. ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე", - თქვა ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით,  საქართველოს კონსტიტუცია განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის ვალდებული საკითხი შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან, მთავრობა გასცემს თანხმობას, ან უარს ნებისმიერი საგარეო ვიზიტის დაგეგმვის და განხორციელების დროს. 

უფრო მძიმე იყო "ქართული ოცნების" განმარტება - კობახიძის პარტია პრეზიდენტ ზურაბიშვილს კონსტიტუციის მიღმა მოქმედებაში ადანაშაულებს. მმართველმა პარტიამ" მთავარსარდალს  უფლებამოვალეობებს "გადამეტების" გამო, საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა. 

"აშკარაა, რომ მისი სურვილია, კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს...  კონსტიტუციის გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მივცემთ..."- წერს "ქართული ოცნება. 

 

პრეზიდენტმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ღარიბაშვილის და კობახიძის გუნდი საერთაშორისო ვიზიტების დაბლოკვაში დაადანაშაულა.

გაირკვა, რომ მაში,ნ როდესაც მთელი მსოფლიოს ლიდერები ომის შესაჩერებლად  მოლაპარაკებებს მართავდნენ, მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის ბრიუსელში, პარიზში, გერმანიასა და პოლონეთში ვიზიტები გააუქმა.