ტელეკომპანია ,,ფორმულას" თანამშრომლებს თავს დაესხნენ

09.04.21 12:13
ტელეკომპანია ,,ფორმულას" თანამშრომლებს თავს დაესხნენ

ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებს თავს დაესხნენ.  ტელეკომპანიის ცნობით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ "ფორმულას". კიდევ ერთი თანამშრომელი კი ამბობს, რომ მანქანაზე მინები სავარაუდოდ იმის გამო ჩაუმსხვრიეს, რომ მას საქარე მინაზე ტელევიზიის ლოგოიანი საშვი ჰქონდა მიკრული.

მომხდარ ფაქტზე "ფორმულაში" საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა.