პრეზიდენტის შეტევა ემიგრანტებზე - უცხოეთში მოღვაწე ქართველები ქვეყნის სტრატეგიას მხოლოდ აკრიტიკებენ

09.04.21 12:57
პრეზიდენტის შეტევა ემიგრანტებზე - უცხოეთში მოღვაწე ქართველები ქვეყნის სტრატეგიას მხოლოდ აკრიტიკებენ

სრულიად მიუღებლად მიმაჩნია, როცა ყოველგვარი ჰუმანურობის, თუ თანაგრძნობის გარეშე უცხოეთში მოღვაწე ზოგიერთი ქართველი ქვეყნის სტრატეგიას მხოლოდ აკრიტიკებს, არაფერს სთავაზობს და ამით თესავს უნდობლობას და უიმედობას - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. 

მისი თქმით, მიუღებელია ქვეყნის შიგნით ცნობილი ადამიანების განცხადებები, რომლებიც სოციალური ქსელის მეშვეობით ვაქცინაციის უკუშედეგებზე ავრცელებენ ინფორმაციას. 

ისიც მიუღებელია, როცა ქვეყნის შიგნით ცნობილი ადამიანები სოციალური ქსელის მეშვეობით ვაქცინაციის უკუშედეგებზე უარყოფით ინფორმაციას ავრცელებენ და ამით უნდობლობას და შიშს ზრდიან. ყველამ ვიცით, რომ იშვიათი შემთხვევები ყველა ვაქცინაციის კამპანიას თან ახლავს, მაგრამ ვაქცინაციის გარეშე დაავადების საფრთხე ბევრად დიდია. მეტი სოლიდარობა, მეტი კეთილსინდისიერი ჩართულობა"- თქვა პრეზიდენტმა.