მიმაჩნია, რომ უკრაინის ელჩი კიევში უნდა დავაბრუნოთ - სალომე ზურაბიშვილი
,,სოლიდარობა უკრაინელ ხალხს" - პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს შეეხო. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ელჩი, რომელიც ერთი წელია, რაც გამოწვეულია, კიევში უნდა დაბრუნდეს.
არ მინდა არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების ბრძოლა. სოლიდარობა უკრაინელ ხალხს! მიმაჩნია, რომ ელჩი კიევში საწრაფოდ უნდა დავაბრუნოთ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.