სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, გავრილოვს სპიკერის სავარძელში არ მივუშვებდით - საქართველოს პრეზიდენტი

09.04.21 13:09
სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, გავრილოვს სპიკერის სავარძელში არ მივუშვებდით - საქართველოს პრეზიდენტი

"სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში" - განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. 

„მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ და მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება, ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს. სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგა.