პრეზიდენტო ბაიდენ! მინდა, თქვენ იყოთ არა ამერიკის, არამედ მსოფლიოს ლიდერი - ვოლოდიმირ ზელენსკი

16.03.22 18:05
პრეზიდენტო ბაიდენ! მინდა, თქვენ იყოთ არა ამერიკის, არამედ მსოფლიოს ლიდერი - ვოლოდიმირ ზელენსკი

მე მინდა, თქვენ იყოთ არა ამერიკის, არამედ მსოფლიოს ლიდერი - ამ სიტყვებით აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას  უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის ლიდერს, ჰო ბაიდენს, მიმართა. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ამერიკის პრეზიდენტს, გახდეს მსოფლიო მშვიდობის გარანტი.

დღეს 45 წლის ვარ და ვხედავ, რომ ცხოვრების გაგრძელებას აზრი არ აქვს, თუ არ შეგვიძლია, შევაჩეროთ მკვლელობები. ეს არის ახლა მთავარი გამოწვევა, რაც დგას ჩემი ქვეყნის წინაშე. 

მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს, თქვენ ლიდერი ხართ დიდებული ქვეყნის და მე მინდა, იყოთ მსოფლიოს ლიდერი! მსოფლიოს ლიდერობა კი იმას ნიშნავს, რომ ისწრაფვი მშვიდობისა და თავისუფლებისკენ. 

მადლობა. დიდება უკრაინას! - განაცხადა ვოლოდიმის ზელენსკიმ.