პრეზიდენტმა დაამტკიცა, რომ პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგას - თალაკვაძე

09.04.21 13:22
პრეზიდენტმა დაამტკიცა, რომ პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგას - თალაკვაძე

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგას, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტის წლიური ანგარიში. არჩილ თალაკვაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ გამოსვლაში სწორი აქცენტები გააკეთა, როდესაც პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ოპოზიციას პარლამენტში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციით გახლავთ ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურა და დღეს მან კიდევ ერთხელ გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი და როგორც პოლიტიკური პირი, დგას პარტიული დღის წესრიგის მიღმა. შესაბისად, მან სწორი აქცენტები გააკეთა, როდესაც ისაუბრა პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობაზე და როდესაც ხაზი გაუსვა ჩვენი პარტნიორების სურვილს და ძალისხმევას, რომ საქართველოში პოლიტიკა ტარდებოდეს ინსტიტუციურად, საქართველოს  პარლამენტში და პოლიტიკურმა პარტიებმა მონაწილოება მიიღონ პროცესში, - განაცხადა თალაკვაძემ. 

არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში დაბრუნებაზე უარის თქმა დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. მისი განმარტებით, შეთანხმების მისაღწევად ხელისუფლება კონსტრუქციულ ნაბიჯებს დგამს. 

მონაწილოებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპს და საქართველოს პრეზიდენტის გზავნილი, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება და პოლიტიკური პარტიები უნდა დაბრუნდნე პარლამენტში, ეს არის სწორი გზავნილი. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვმუშაობთ და ვდგამთ ნაბიჯებს, რომა ასეთი შეთახნმება მოხდეს, - განაცხადა თალაკვაძემ. 
 

 საქართველოს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. 

მსგავსი სიახლეები