პოლონეთის პრემიერმინისტრი საქართველოში ჩამოდის
პოლონეთის პრემიერი, მატეუშ მორავიეცკი კიევში ვიზიტის შემდეგ საქართველოში ჩამოდის. პოლონეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტი ერთდღიანი იქნება და მორავიეცკი ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. საუბრის თემა დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციები იქნება.
"პრემიერმინისტრები განიხილავენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, კერძოდ, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ახლახან წარდგენილ განცხადებას" - ნათქვამია პოლონეთის მთავრობის განცხადებაში.
მატეუშ მორავიეცკი 15 მარტს კიევში ჩავიდა.