არ ველოდებით დღევანდელი პროცესისგან სამართლიან მართლმსაჯულებას - სააკაშვილის ადვოკატი
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე შეეცდება საქმის პოლიტიკური მოტივები საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს. ადვოკატის შეფასებით, საქმე სააკაშვილის პოლიტიკურ და შესაძლოა, ფიზიკურ განადგურებასაც ისახავდეს მიზნად.
ჩვენ არ ველოდებით დღევანდელი პროცესისგან რაიმე ტიპის სამართლიანი მართლმსაჯულების აქტს. ეს არის იმ პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელება, რომელიც უკვე წლები არის მიმდინარეობს, მათ შორის, პირადად მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და რომლის მიზანიც არის საბოლოოდ მისი პოლიტიკური და შესაძლოა, ფიზიკური გაუნებელყოფაც. ამიტომ დღევანდელი პროცესი გამოყენებული იქნება დაცვის მიერ, როგორც დემონტრატორი იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამაც დაინახოს, რაოდენ პოლიტიკური სარჩული აქვს ამ საქმეებს და როგორ არის თეთრი ძაფით ნაკერი, ამასთანავე, ყველა სამართლებრივი ბერკეტი იქნება გამოყენებული იმისთვის რომ მესამე პრეზიდენტის უფლებები იყოს დაცული", - ამბობს შოთა თუთბერიძე.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პროცესი საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე დაიწყება. დარბაზიდან საზოგადოებას სიტყვით მიხეილ სააკაშვილი მიმართავს.