სიჩუმით და ერთიანობით ვცეთ პატივი - სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის მემორიალთან მივიდა

09.04.21 13:36
სიჩუმით და ერთიანობით ვცეთ პატივი - სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის მემორიალთან მივიდა

9 აპრილის მემორიალთან ცოტა ხნის წინ  საქართველოს პრეზიდენტი მივიდა. მან ტრაგიკულად დაღუპულებს პატივი მიაგო. ზურაბიშვილმა  საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ გმირების პატივისცემა მხოლოდ ტიტების მიტანაში არ გამოიხატება. 

9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება ტიტების მიტანით და იმით, რომ აქ მივდივართ ამ დღეს. გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ პატივს ვცემთ 9 აპრილის სულისკვეთებას და ეს არის ერთიანობა, ეს არის სიდინჯე და დამოუკიდებლობის მიმართ ბოლომდე შეგნება. ამიტომ გთხოვთ, სიჩუმით, სიდინჯით, ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს, - განაცხადა პრეზიდენტმა.  
 

 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსეთის ჯარმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი საპორტესტო აქცია დაარბია. დაიღუპა 21 ადამიანი. მათ შორის, ქალები და სკოლის მოსწავლეები. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.