გრძელდება მარაზმი - გიული ალასანია სააკაშვილის პროცესზე მივიდა
მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია საქალაქო სასამართლოში შვილის პროცესზე დასასწრებად მივიდა. მისი თქმით, პროცესზე შვილის სანახავად მივიდა.
ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიტყვი, გრძელდება მარაზმი და მოვდივარ რომ ჩემი შვილი ვნახო და მოვუსმინო", - ამბობს გიული ალასანია "ტვ პირველთან".
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული. მესამე პრეზიდენტი დარბაზში ჯერჯერობით არ მიუყვანიათ. სასამართლოსთან, პროცესის პარალელურად სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.