პუტინი ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის - აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას გადასცემს
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სტინგერის 800 საზენიტო სისტემას და 2000 ჯაველინის ანტი-სატანკო კომპლექსს გადასცემს.
ჩვენ უკრაინის დასახმარებლად, ახალი, უპრეცენდენტო პაკეტი შევიმუშავეთ. ამერიკა მათ თავდაცვისთვის დამატებით 800 მილონი დახმარების პაკეტს გაუგზავნის. შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოვაწერე. მადლობა მინდა გადავუხადო კონგრესს, რადგან, სწორედ მათ მოახერხეს ამ თანხის გამოყოფა. აღნიშნული პაკეტი მოიცავს 800 ერთეულ ჰაერსაწინააღმდეგო იარაღსა და რაკეტას, რათა დავრწუნდეთ, რომ უკრაინელები კვლავაც განაგრძობენ საკუთარი ცის დაცვას და მოსახლეობას თავიდან ააცილებენ რუსეთის საჰაერო თავდასხმას. აგრეთვე ჯაველინებს, ყუმბარმტყორცნებს, ანტისატანკო იარაღებს, დრონებსა და სხვადასხვა თავდაცვის საშუალებებს, რასაც ამერიკა აქამდეც აწვდიდა უკრაინას"- თქვვა ჯო ბაიდენმა და დასძინა, რომ "პუტინი ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის".
ამასთან POLITICO-სთან საუბარში აშშ-ს რესპუბლიკელმა სენატორმა, მაიკ მაკქოლმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილ $800-მილიონიან სამხედრო პაკეტში შედის Switchblade-ის ტიპის 100 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი, ე.წკ კამიკაძე დრონები.
აშშ-ს დახმარება მოიცავს:
- 800 სტინგერის საზენიტო სისტემა;
- 2000 ჯაველინის ანტი-სატანკო სისტემა;
- 1000 მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი;
- 6000 ტანკსაწინააღმდეგო სისტემა AT-4;
- 100 ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი;
- 100 ყუმბარმტყორცნი;
- 5000 სნაიპერული შაშხანა;
- 1000 პისტოლეტი;
- 400 ტყვიამფრქვევი;
- 20 მილიონზე მეტი ვაზნა, რაკეტა და ბომბი იარაღისა და ნაღმტყორცნებისთვის;
- 25 ათასი ჯავშანჟილეტი;
- 25 ათასი ჩაფხუტი.