პატრიარქმა ილია მეორემ გაბედა იმის თქმა, რაც ვერ გაბედა საქართველოს მთავრობამ - სააკაშვილი

17.03.22 12:46
პატრიარქმა ილია მეორემ გაბედა იმის თქმა, რაც ვერ გაბედა საქართველოს მთავრობამ - სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის თქმით, პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით, უფრო მკვეთრი განცხადება გააკეთა რუსეთის სამხედრო ქმედებებზე. სააკაშვილმა პატრიარქის კურთხევით, სასამართლო პროცესზე უკრაინულად ილოცა.

საქართველოს კათოლოკის პატრიარქმა ილია მეორემ, მისმა უწმენდესობამ გვთხოვა ყველას, მან ისაუბრა რუსეთის სამხედრო ქმედებებზე უკრაინაში, მან გაბედა იმის თქმა, რაც ვერ გაბედა საქართველოს მთავრობამ და მან მოგვიწოდა ყველას, დღეს 12-დან პირველ საათამდე ვილოცოთ უკრაინაში მშვიდობისთვის. მინდა გთხოვოთ ყველას, ჩუმად თქვენ თვითონ შეგიძლიათ ილოცოთ და ეს ჩმეტვსი მნიშვნელოვანია, ყველაფერი გვჭირდება ლოცვაც, ქმედებაც", - თქვა სააკაშვილმა.