კარგი ამბავი: მარიუპოლის თეატრის თავშესაფარმა რუსულ დაბომბვას გაუძლო, ხალხი ცოცხალი გამოდის

17.03.22 13:00
კარგი ამბავი: მარიუპოლის თეატრის თავშესაფარმა რუსულ დაბომბვას გაუძლო, ხალხი ცოცხალი გამოდის

კარგი ამბავი: მარიუპოლის თეატრის თავშესაფარმა რუსულ დაბომბვას გაუძლო - ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანა დაწყებულია. 

უკრაინის სახალხო დეპუტატის, სერხი ტარუტას თქმით, ნანგრევებიდან ხალხი ცოცხალი გამოდის.

ომის 22-ე დღის დილით საშინელი გაურკვევლობის ღამის შემდეგ, საბოლოოდ კარგი ამბავი მარიუპოლიდან! თავშესაფარი გადარჩა. დაიწყო ბლოკირების დემონტაჟი, ხალხი ცოცხალი გამოდის!" წერს დეპუტატი ფეისბუქზე.

ოკუპანტებმა მარიუპოლის თეატრზე იერიში გუშინ, 16 მარტს მიიტანეს.  ამერიკული კერძო კომპანიის Maxar Technologies მიერ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით,  თეატრის შენობის ორ მხარეს, მიწაზე დიდი ასოებით, რუსულად ეწერა გამაფრთხილებელი სიტყვა - ბავშვები,  თუმცა გაფრთხილების მიუხედავად, ოკუპანტებმა ასობით ადამინი, რომელიც თეატრში თავს აფარებდა, მაინც დაბომბეს.